235.ge

235.ge

ჩვენ ვქმნით არა უბრალოდ ვიდეოებს,

არამედ შედეგზე ორიენტირებულ კომუნიკაციას

ჩვენ შესახებ

დღეს ინფორმაციის ზღვა უსწრაფესად იზრდება – ყოველდღიურად 518 000 საათის ვიდეო ქვეყნდება. რომ მოინდომოთ, ერთ დღეში ატვირთული ვიდეოს სანახავად 59 000 წელიწადზე მეტია საჭირო.

ასეთი მოცულობის ვიდეოკონტენტი კაცობრიობის ისტორიას აქამდე  არ შექმნილა;

ასეთი რადენობის ვიდეო კონტენტიმა, აქტუალური გახადა შეკითხვა:

როგორ დავიპყროთ მაყურებლის ყურადღება პირველივე წამიდან და როგორ შევინარჩუნოთ მისი ინტერესი ბოლო კადრამდე?

ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ;  ვქმნით ვიდეოს, რომელიც არ იკარგება ინფორმაციის ხმაურში 

ჩვენ ვყვებით თქვენს ისტორიას, რომელსაც ბოლომდე უყურებენ.

რას ვსაქმიანობთ?

ჩვენ ვამზადებთ ციფრულ ვიდეოს, რომლის შექმნისას,  ჩვენი ამოსავალი წერტილია კონტენტმარკეტინგი.

რა არის კონტენტმარკეტინგი?

კონტენტმარკეტინგი არის სტრატეგია, რომლის მიზანიცაა მიმზიდველი და ღირებული კონტენტის შექმნა;

ეს უკანასკნელი კი არა მხოლოდ იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას, არამედ დააინტერესებს მას, აღუძრავს ემოციებს და, საბოლოოდ, მოქმედებამდეც მიიყვანს.

ეს არ არის, უბრალოდ, რეკლამა – ეს არის ისტორიები, რომლებსაც ადამიანები თავად ირჩევენ და უყურებენ.

როგორ ვმუშაობთ?

ვიდეოზე მუშაობისას, ჩვენ ადრესატს ვუსვამთ ორ მთავარ შეკითხვას:

  •  რატომ უნდა დაიწყონ ვიდეოს ყურება?
  • რატომ უნდა უყურონ ბოლომდე?

ამ კითხვებზე პასუხები განსაზღვრავს ვიდეოს სცენარს, დინამიკასა და ვიზუალურ გადაწყვეტას.

ჩვენი მიზანია, მოვყვეთ თქვენი ისტორია, რომლებიც მოიზიდავს, შეინარჩუნებს და გააძლიერებს აუდიტორიის ჩართულობას.

საკომუნოკაციო გეგმა

ჩვენ ვქმნით საკომუნიკაციო სტრატეგიას – ეს ჩვენს ვიდეოს მხოლოდ პროდუქტად კი არ აქცევს, არამედ მიზანმიმართულ ინსტრუმენტად, რომელიც კონკრეტულ აუდიტორიაზეა ჩართული და შედეგიც მოაქვს.

ჩვენ ვქმნით არა, უბრალოდ, ვიდეოებს, არამედ შედეგზე ორიენტირებულ კომუნიკაციას

საკომუნოკაციო გეგმა

დაგვიკავშირდით